დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია ვიკა ბუკიამ “კურიერს” დაუდასტურა. როგორც გოგიჩაიშვილის მეუღლე აცხადებს, ვირუსზე პირველი ტესტი უარყოფითი იყო, თუმცა ორდღიანი თვითიზოლაციის შემდეგ განმეორებითმა ტესტმა დადებითი აჩვენა.
ვიკა ბუკია განცხადებით, ტესტირების პასუხები მათთვის დღეს გახდა ცნობილი.