სასწავლო წლის დაწყებამდე, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ სკოლებთან მისასვლელი გზების, ტროტუარებისა და ნაგავსაყრელების მორეცხვა დაიწყო.
თბილისის მერიის იგანცხადებით, თბილისის მასშტაბით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით 700-მდე ნაგავსაყრელი კონტეინერი დასუფთავდება.
დასუფთავების აქცია დღეს ვარკეთილის მეოთხე მიკორორაიონიდან დაიწყო, სადაც იმყოფებოდა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომეო მიქაუტაძე.
შეგახსენებთ, თბილისში სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება თუმცა გაუქმდა საზეიმო ღონისძიებების ჩატარება.

