ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები აღარ გაიმართება

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 15 სექტემბერს სკოლებში საზეიმო ღონისძიებები აღარ გაიმართება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე სკოლებში საზეიმო ღონისძიებები უნდა გაუქმდეს.შესაბამისი რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა.

თუმცა, სასწავლო პროცესი არ გადაიდება და 15 სექტემბერს განახლდება.

ეპიდვიტარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში რეგულაციები კვლავ მკაცრდება. 10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალება. ამასთან, თეატრებისა და კინოთეატრების, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო.

იტვირთბა....