ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის სკოლაში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე გადაიდო

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის საქმეთა მმართველს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის გამო სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე გადაიდო.

მისი კონტაქტები კი თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი.

სკოლის დირექტორის მოადგილის, ნათია ხაზარაძის განცხადებით, ინფიცირებულ ქალს თითქმის ყველა თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, ამიტომ 54 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანა საჭირო გახდა, მათ ანალიზები კორონავირუსზე უკვე აუღეს და პასუხს ელოდებიან.

შეგახსენებთ, კორონავირუსის შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით ბათუმში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე დისტანციურად ჩატარდება. თბილისში სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება თუმცა გაუქმდა საზეიმო ღონისძიებების ჩატარება.

 

იტვირთბა....