ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საკანონმდებლო ორგანო მუშაობას რეკომენდაციების შესაბამისად განაგრძობს

საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულ დეპუტატ, ლევან გოგიჩაიშვილთან ჰქონდა კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, თვითიზოლაციაში გადავა და ტესტირება ჩაუტარდება.

ამასთანავე, საკანონმდებლო ორგანოში გატარდება შესაბამისი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები და ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად განაგრძობს.

„სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია. შენობაში შესვლისას ყველა პირი გაივლის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე“.-აცხადებენ პარლამენტში.

ცნობისათვის, დღეს დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

იტვირთბა....