მთავარი ციტატა

“შაქარაშვილის საქმის სასამართლო პროცესზე გავაგრძელებთ დაკვირვებას “- სახალხო დამცველი

“ჩვენ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურასა და შსს-ს უკვე წარვუდგინეთ პირველი შუალედური რეკომენდაციები გამოძიების მიმდინარეობასთან მიმართებით. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ შეფასებას, რამდენად შეასრულა გამოძიებამ ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები ძირითადად ეხებოდა გარკვეული პირების დამატებით გამოკვლევას, გამოკითხვას ან გარკვეული გარემოებების დაზუსტება, გადამოწმებას, რაზეც ყურადღება გამოძიებას არ მიუქცევია. ჩვენ ვესწრებით ყველა სასამართლო პროცესს და გავაგრძელებთ დაკვირვებას სასამართლო პროცესზე.”

ნინო ლომჯარია-სახალხო დამცველი

ამის სესახებ ნინო ლომჯარიმ შაქარაშვილის საქმის გამოძიების შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ. არიან.

 

 

 

იტვირთბა....