მთავარი ციტატა

“ეს იყო მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, რაც სატელიტის ჩანაწერებმაც დაადასტურა”

“ჩემი პოზიცია უცვლელია, მე ძალიან კარგად ვიცნობდი ჩემს შვილს და პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ის თავს არ მოიკლავდა. ეს იყო განზრახ განხორციელებული, წინასწარ მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, რაც სატელიტის ჩანაწერებმაც ზუსტად დაადასტურა.”

თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან  ადვოკატის მიერ მოპოვებულ სურათებზე განაცხადა.

გარდაცვლილის დედა მოითხოვს მუხლის გადაკვალიფიცირებას ჯგუფურად განზრახ მკვლელობით.

ცნობისათვის, მიხეილ რამიშვილმა მაწევანის ტყეში სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გაავრცელა. მისი მტკიცებით, ფოტოები 2020 წლის 19-22 ივლისს სოფელ მაწევანის ტერიტორიას ასახავს და ჩანს, რომ ამ პერიოდში მანქანა არ იმყოფება. ადვოკატის თქმით, ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომ ადგილზე ცხედარი ავტომობილით მოგვიანებით მიიტანეს.

ფოტოების გავრცელების მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში დაიბარეს და სატელიტთან დაკავშირებით თანამშრომლობა შესთავაზეს, თუმცა ადვოკატმა არ დაასახელა წყარო, რომელმაც სატელიტის ფოტოები მიაწოდა. ამასთან დაკავშირებით, პროკურატურამ განცხადება გაავტცელა, სადაც გავრცელებული ფოტოების ნამდვილობა ეჭქვეშ დააყენა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვ

იტვირთბა....