სატელიტის ფოტოების გასაჯაროების შემდეგ, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი გვიან ღამით პროკურატურაში დაიბარეს. გამოძიება რამიშვილის მიერ მოპოვებული ფოტოსურათებით დაინტერესდა.
ადვოკატის განცხადებით, მან პროკურატურას ყველა ფოტო-მასალა გადასცა, რაც გააჩნდა და იმედოვნებს, რომ საქმე სხვა მიმართულებით წარიმართება. რამიშვილი ასევე არ გამორიცხავს, იმის გამო, რომ მას არ შეუძლია დაასახელოს იმ პირების ვინაობა ვინც ფოტო-მასალა მიაწოდა, პროკურატურამ სპეკულაცია დაიწყოს და ფოტოები ყალბად გამოაცხადოს.
ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დრონით გადაღებულ ვიდეომასალას 7 სექტემბერს გაეცნო. როგორც ადვოკატმა განაცხადა, დრონის არცერთ ჩანაწერში ჩანს ის ადგილი, სადაც პროგრამისტის მანქანა იყო ნაპოვნი.რამიშვილის ინფორმაციით, ჩანაწერები არის გაკეთებული 19 ივლისიდან 21 ივლისამდე. სულ არის გაკეთებული 9 ჩანაწერი. გადაღებულია 62 სურათი. ყველაზე დიდი მასალა არის 21 წუთიანი.