ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალიდან ქორწილები და ქელეხები ღია სივრცეში ისევ აიკრძალება

10 სექტემბრიდან სოციალური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილებისა და ქელეხების ჩატარება აიკრძალება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით,  შეზღუდვა დახურულ სივრცეებში უკვე მოქმედებს, თუმცა ხვალიდან ეს შეზრუდვები გავრცელდება ღია სივრცეებზეც.

„ფაქტობრივად ვუბრინდებით იმ შეზღუდვებს, რომელიც აქამდე არსებობდა. იგულისხმება ქორწილები, ქელეხები, იუბილეები. მოგეხსენებათ ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეებში უკვე მოქმედებს, თუმცა ხვალიდან ეს გავრცელდება ღია სივრცეებზეც“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ეპიდვითარების გამო  კინოთეატრები და თეატრების გახსნა ერთვი თვით გადაიდო.  ასევე, 15 სექტემბერს სკოლებში საზეიმო ღონისძიებებიც აღარ გაიმართება.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1325-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე.

 

 

 

 

იტვირთბა....