ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ინექციას უკეთებდნენ ან ძალით ასმევდნენ აბებს” – ბაჩალიაშვილის დედა

„თამუნას ეკუთვნის, აბა ვის ეკუთვნის, ვინ გადაიჭრიდა იქ ვენებს და ვინ დაასხამდა თავის სისხლს? ინექციას უკეთებდნენ სავარაუდოდ, ან ძალით ასმევდნენ აბებს, წინააღმდეგობა გაუწია და ამის გამო.”

თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა. 

ამის შესახებ მან თბილისის პროკურატურაში შესვლისას განაცხადა, სადაც ის ოჯახის ადვოკატთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საქმის მასალების გაცნობის მიზნით, გამომძიებლებს ხვდება.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დრონით გადაღებულ ვიდეომასალას 7 სექტემბერს გაეცნო. როგორც ადვოკატმა განაცხადა, დრონის არცერთ ჩანაწერში ჩანს ის ადგილი, სადაც პროგრამისტის მანქანა იყო ნაპოვნი.რამიშვილის ინფორმაციით, ჩანაწერები არის გაკეთებული 19 ივლისიდან 21 ივლისამდე. სულ არის გაკეთებული 9 ჩანაწერი. გადაღებულია 62 სურათი. ყველაზე დიდი მასალა არის 21 წუთიანი.

იტვირთბა....