23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დრონით გადაღებულ ვიდეომასალას გაეცნო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, დრონის არცერთ ჩანაწერში ჩანს ის ადგილი, სადაც პროგრამისტის მანქანა იყო ნაპოვნი.
რამიშვილის თქმით, ფაქტია, თეთრიწყაროს რაიონის პოლიცია არანაირ სამძებრო სამუშაოებს არ ახორციელებდა.
“შემთხვევის ადგილას მიახლოებითაც კი არ არის ტერიტორია დაფიქსირებული. გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული, გაურკვეველი ტყე, რკინიგზის ტერიტორია. არ ვიცი, სად ახორციელებდა თეთრიწყაროს პოლიცია დრონის გადაღებებს და სად ახორციელებდნენ სამძებრო სამუშაოებს, ჩემთვის გაუგებარია. თეთრიწყაროს რაიონის პოლიცია არანაირ სამძებრო სამუშაოებს არ ახორციელებდა,”- აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
რამიშვილის ინფორმაციით, ჩანაწერები არის გაკეთებული 19 ივლისიდან 21 ივლისამდე. სულ არის გაკეთებული 9 ჩანაწერი. გადაღებულია 62 სურათი. ყველაზე დიდი მასალა არის 21 წუთიანი.