23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურატურაში გამომძიებლებთან შეხვედრაზე მივიდნენ.
როგორც შეხვედრამდე შესვლამდე საქმის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, ოჯახში წევრები დღეს დრონით გადაღებულ მასალებს გაეცნობიან და ნახავენ, რომ 72-საათიანი სამძებრო სამუსაოებიდან მხოლოდ 30 წუთია გადაღებული.
“ოჯახის წევრები საკუთარი თვალით ნახავენ საქმის მასალებს, ვიდეომასალებს და დრონის ჩანაწერებს, რომლითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი სამძებრო ღონისძიება არ ჩატარებულა, ვითომ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა 72 საათი და ვიდეოზე მხოლოდ 30 წუთია, 9 ვიდეოჩანაწერია გაკეთებული,”-აცხადებს რამიშვილი.
ასევე ადვოკატი ელოდება, რომ წარმოდგენილი იქნება სატელეფონო ჩანაწერი თეთრიწყაროს პოლიციის თანამშრომელ ჯიმშერ აფციაურსა და იმ მწყემსს შორის, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვა.
“გარდა ამისა, დღეს ჩემი მოთხოვნა დაკავშირებულია სატელეფონო ჩანაწერთან თეთრიწყაროს პოლიციის თანამშრომელ ჯიმშერ აფციაურსა და იმ მწყემსს შორის, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვა. ისევ ძალაშია მოთხოვნა სატელიტიდან გადაღებულ სურათებთან დაკავშირებით,”-აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დრონით გადაღებულ ვიდეომასალას 7 სექტემბერს გაეცნო. როგორც ადვოკატმა განაცხადა, დრონის არცერთ ჩანაწერში ჩანს ის ადგილი, სადაც პროგრამისტის მანქანა იყო ნაპოვნი.რამიშვილის ინფორმაციით, ჩანაწერები არის გაკეთებული 19 ივლისიდან 21 ივლისამდე. სულ არის გაკეთებული 9 ჩანაწერი. გადაღებულია 62 სურათი. ყველაზე დიდი მასალა არის 21 წუთიანი.