მთავარი ციტატა

“დაუსჯელი არავინ უნდა იყოს…”- გიგა ბოკერია

“სააკაშვილი თავისი დაბრუნების გეგმებზე ლაპარაკობს, როდესაც უნდა ლაპარაკობდეს ქვეყნის ცვლილებების გეგმებზე ქვეყანაში… დაუსჯელი არავინ უნდა იყოს, მაგრამ აქ საუბარია პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, რაც ყველამ ვიცით, რომ ყველას მიმართ არის. კანონის უზენაესობაზე საუბარი არ არის არა მარტო ამ კონკრეტულ ფიგურასთან მიმართებაში, არამედ საერთოდ ივანიშვილის პირობებში. ის, რაც საქართველოში ხდება მთელი ეს წლებია და რაც ივანიშვილმა კიდევ უფრო ახალ ხარისხში აიყვანა, კანონის უზენაესობა კი არ არის, არის ის, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს, ის სჯის იმას, ვინც მისი ოპონენტია“

გიგა ბოკერია- „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი

ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, ბოკერიას თქმით ,„ქართულ ოცნებას“ უნდა დღევანდელი ვითარების შენარჩუნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა 2012 წლამდე ვითარებაში დაბრუნება.

პარტია “ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენენ.

 

 

იტვირთბა....