ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობა“ და “ძალა ერთობაშია“ პრემიერის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს წარადგენენ

პარტია “ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენენ. ამის შესახებ პარტია”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის რესურსის გამოყენება სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად აუცილებელია.

“იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების სწორად გაანალიზება მოხდეს და ამ გადაწყვეტილების მთელი მნიშვნელობა გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რა სახელმწიფო ჩაიბარა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლისგანაც არაფერი აღარ იყო დარჩენილი,

ვაშაძის განცხადებით, ყველაფერი, რაც დღეს საქართველოს საშუალებას აძლევს გამოწვევებს გაუმკლავდეს, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში შეიქმნა .

 

იტვირთბა....