მთავარი საზოგადოება

ქართველი მწერლების ჯგუფი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

„გიორგი მარგველაშვილი მეორე სააკაშვილია, რომელიც „ნაციონალი თალიბების“ მხარეზე დადგა“ – რამდენიმე ქართველი მწერლის ღია წერილი, რომლის ავტორებიც საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის იმპიჩმენტის ინიციატივით გამოდიან, დღეს გავრცელდა ინტერნეტსივრცეში.

„ჩვენ, მწერალთა და ხელოვანთა ერთი ჯგუფი, აღშფოთებას გამოვთქვამთ და ვიწუნებთ, ანუ არ ვიწონებთ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, როგორც პოლიტიკურ შეცდომათა კასკადს, არასწორს და, სწორედ, სამთავრობო და სახელისუფლო დაპირისპირების მაპროვიცირებელს (სტილი დაცულია).

ჩვენ ვიწონებთ და მხარს ვუჭერთ სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენელთა მიერ დაწუნებულ პრემიერ-მინისტრის განცხადებას და ვიწუნებთ ამ სახელმწიფოთა ელჩების უხეშ ჩარევას საქართველოს მთავრობის საქმეებში… მათ უტიფარ მოწოდებას პრემიერის გადადგომაზე…

ჩვენ არ ვიწონებთ პრეზიდენტ მარგველაშვილის ეიფორიას საკონსტიტუციო ხიფათის თაობაზე და მის მიერ არასამთავრობო, არასაპარლამენტო თუ საპარლამენტო ოპოზიციისგან კოალიციის ჩამოყალიბების მცდელობას, მიმართულს სახელმწიფოსა და ერის ინტერესების საზიანოდ!

ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, მხედველობიდან არ გაუშვან ჩვენი ანომალიური პრეზიდენტის ქმედებები და მისი ალიანსი სოროსულ-ლიბერასტულ არასამთავრობო კლანებთან, მისი სრული „კოაბიტაცია“ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ნარჩენებთან და „რუსთავი-2“-ის ჯაშუშებთან“ – წერენ ღია წერილის ავტორები.

წერილი საკმაოდ ვრცელია და პრეზიდენტ მარგველაშვილის გადადგომისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვების მოთხოვნით მთავრდება:

„ჩვენ, მწერალთა და ხელოვანთა საინიციატივო ჯგუფი, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტ მარგველაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნით, რადგან მიგვაჩნია, რომ მისი გაუაზრებელი,  პატივმოყვარეობასა და ამბიციებზე აგებული ქმედებები სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და ნოყიერ ნიადაგს ამზადებს ქაოსისა და დესტაბილიზაციისთვის“ (სტილი დაცულია).

წერილს, მწერალთა და ხელოვანთა საინიციატივო ჯგუფის სახელით, ხელს აწერენ:

გულო კობიაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, კობა არაბული, ზაურ კალანდია. ზურაბ თორია, თემურ ჩალაბაშვილი, ვაჟა ხორნაული, ირაკლი ვაშაყმაძე, ჯუმბერ გოგრიჭიანი, როსტომ მიგრიაული, ოთარ ფალიანი, ვახტანგ ხარჩილავა…

იტვირთბა....