აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ს წევრ ქვეყნებს აკრიტიკებს.
ტრამპის თქმით, ირანთან მიმდინარე ომში ამერიკის შეერთებულ შტატებს მათი დახმარება არ სჭირდება.
„ნატო-ს ქვეყნებს აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებიათ, რომ დაგვხმარებოდნენ შეშლილ ქვეყანასთან, ახლა სამხედრო თვალსაზრისით, განადგურებულ ირანთან დაკავშირებით. აშშ-ს ნატო-სგან არაფერი სჭირდება, მაგრამ „არასოდეს დაივიწყოთ“ დროის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი!“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

