აშშ ირანის წინააღმდეგ „საბოლოო დარტყმისთვის“ სამხედრო ვარიანტებზე მუშაობს, – ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, თუ მოლაპარაკებებში წინსვლა არ იქნება და ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, მაშინ სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, გამანადგურებელი ძალის დემონსტრირება აშშ-ის მოლაპარაკებების პროცესში უფრო მეტ ბერკეტს, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გამარჯვების გამოცხადების შესაძლებლობას მისცემს.
წყაროების ინფორმაციით, პენტაგონი „საბოლოო დარტყმისთვის“ ოთხ ვარიანტს განიხილავს: 1. ხარგის კუნძულის დაკავება ან ბლოკადა. 2. კუნძული ლარაკის დაკავება, რომლითაც ირანი ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს. 3. ჰორმუზის სრუტის შესასვლელში მდებარე აბუ მუსას სტრატეგიული კუნძულის დაკავება. 4. ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით ირანული ნავთობის გადამზიდი გემების დაკავება.
ასევე, გამოცემა წერს, რომ პენტაგონმა ირანის ბირთვულ ობიექტებში არსებული გამდიდრებული ირანის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სახმელეთო ოპერაციის ვარიანტებიც მოამზადა. თუმცა, მსგავსი სახიფათო ოპერაციის ნაცვლად, შესაძლოა, აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელოს.

