ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და პარლამენტის სპიკერი, მოჰამედ ბაგერ ყალიბაფი სამიზნეთა სიიდან ამოიღო, – ამის შესახებ „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პაკისტანმა ვაშინგტონს სთხოვა, არაღჩისა და ყალიბაფის ლიკვიდაცია არ განეხორციელებინა.
„ისრაელს მათი კოორდინატები ჰქონდა და მათი განადგურება სურდა. ჩვენ აშშ-ს ვუთხარით – ისინიც თუ განადგურდებიან, მოლაპარაკებებისთვის აღარავინ დარჩება. ამის შემდეგ აშშ-მა ისრაელს უკან დახევა სთხოვა“, – განუცხადა პაკისტანელმა წყარომ „როიტერს“.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირანის პარლამენტის სპიკერს, მოჰამად ბაგერ ყალიბაფის მოლაპარაკებების პროცესში შესაძლო პარტნიორად და ირანის სავარაუდო მომავალ ლიდერად განიხილავს.

