“ვნახეთ ფარული ჩანაწერები და დღითიდღე ამტკიცებენ მკვლელობაში თავიანთ მონაწილეობას, იმას, რომ ისინი უდანაშაულოდ პასუხისმგებლობაში არავის მიუცია. თქვენ უყურეთ, როგორ აგრესიას გამოხატავენ ისინი ყველას მიმართ, როგორ გეგმავენ მოწმეებზე ზეწოლას, მოწმეებზე კი არა, ქალებზე, ბავშვებზე, ოჯახის წვერებზეა საუბარი. ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან.”
მირიან ნიკოლაძე – გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის უფლებადამცველი
“ინტერპრესნიუსი”
ნიკოლაძე აცხადებს, რომ არასრულწლოვანი თანამესაკნეებს ატყუებს, რადგან ბრალდებულმა იცის, რომ მას უდანაშაულო ბავშვის მკვლელობისთვის პასუხს საკანშიც მოსთხოვენ.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების საკნიდან ამოღებული ფარული ვიდეჩანაწერები გავრცელდა. ჩანაწერებში ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ თუ მათ შაქარაშვილის მკვლელობისთვის გაასამართლებენ, გარეთ მყოფი ადამიანები შურს იძიებენ და ამას “მინიმუმ სამი ადამიანის ლიკვიდაცია მოჰყვება.”
გავრცეგენერალური პროკურატურა გლდანის ციხის საკნიდან ამოღებული ვიდეომასალების გავრცელებას ეხმიანება. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო მოპოვებული მტკიცებულებები საქმეს დაერთო.