აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“შესაძლოა, ბაჩო ახალაია ხვდებოდა, რომ გამოძიებას მასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ექნებოდა და ქვეყნიდან გასვლას გეგმავდა” – ირაკლი ქადაგიშვილი

შესაძლოა, ბაჩო ახალაია ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან გამოძიებას მასთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებები ექნებოდა და გეგმავდა ქვეყნიდან გასვლას,- ამის შესახებ , ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, კითხვაზე, „ხომ არ გარბოდა ბაჩო ახალაია ქვეყნიდან“, მაშინ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ბაჩო ახალაია რამდენიმე კვირის წინ პოლონეთში აპირებდა წასვლას, ქადაგიშვილი დასძენს: „შეიძლება ასეთი სურვილიც ჰქონდა. არ უნდა გამოვრიცხოთ არც ეგ“.

„ჩვენ აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ ბაჩო ახალაიას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა 4 ოქტომბერთან და მის მესვეურებთან. ახლა აღმოჩნდა, რომ ჰქონდა, თან ინტენსიური. მეტი შინაარსი ამ ზარების და თანაქმედების რა არის, კონკრეტიკა გამოძიებასთან ერთად გაიხსნება“- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, არ არსებობს ფაქტი, რის გამოც შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ ბაჩო ახალაიას პოლიტიკური აქტიურობა ვიღაცას აწუხებდა.

„ბაჩო ახალაიას პოლიტიკური აქტიურობა წლების განმავლობაში არავის უნახავს. გამომდინარე აქედან, ამ გაგებით, რომ მისი პოლიტიკური აქტიურობა ვიღაცას აწუხებდა, ძირშივე არ არსებობს ფაქტი“- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

იტვირთბა....