ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება: “ე.წ. ნოვიჩოკის ნივთიერებაზე დასავლეთის ქვეყნები და ნატო-ს სტრუქტურები მუშაობდნენ”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამიამ რომ ე.წ. ნოვიჩოკის ნივთიერებას რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებშიც ამზადებენ. აღნიშნულით რუსეთის საგარეო უწყება „ჰენრი ჯექსონის საზოგადოების“ წევრის ენდრიუ ფოქსოლის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნოვიჩოკი რუსეთში შემუშავდა, თუმცა ამ ჯგუფის ნივთიერებებზე ასევე დასავლეთის ქვეყნები და ნატო-ს სპეციალური სტრუქტურები მუშაობდნენ.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ “ამერიკაში მაგალითად, ტექნოლოგიების შემქმნელებს ოფიციალურად 100-ზე მეტი აქვთ მიღებული”.

ცნობისთვის, „ჰენრი ჯექსონის საზოგადოების“ წევრმა ენდრიუ ფოქსოლმა განაცხადა, რომ ე.წ. ნოვიჩოკის მკაცრად აკონტროლებს და აწარმოებს მხოლოდ ერთი ქვეყანა – რუსეთის ფედერაცია.

შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ნივთიერებით სახელად „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ამ განცხადებას რუსული მხარე გამოეხმაურა. რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, იური შვიტკინის განცხადებით, ნივთიერება, რომლიტაც რუსი ოპოზიციონერი  ალექსეი ნავალნი მოწამლეს, საქართველოსა და აშშ-ის ლაბორატორიებში მზადდება.

 

იტვირთბა....