„ჰენრი ჯექსონის საზოგადოების“ წევრის ენდრიუ ფოქსოლის განცხადებით, მომწამვლელი ნივთიერება ე.წ. ნოვიჩოკი, რომლიტაც რუსი ოპოზიციონერი მოიწამლა, რუსეთში მზადდება. ფოქსოლის განცხადებას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.
ფოქსოლის განცხადებით, ე.წ. ნოვიჩოკის ყოველთვის რუსეთი იყენებს ადამიანების თავიდან მოსაშორებლად.
„ეს არ არის მარტივად ხელმისაწვდომი ნივთიერება. მას მკაცრად აკონტროლებს და აწარმოებს მხოლოდ ერთი ქვეყანა – რუსეთის ფედერაცია. „ნოვიჩოკის“ გამოყენება აშკარა რუსული ხელწერაა და ეს ერთგვარი გზავნილიც არის, არა მხოლოდ რუსული ოპოზიციისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის“,- ამბობს ფოქსოლი.
მისივე თქმით, რუსეთის ქმედებებს დასავლეთის მხრიდან მწვავე რეაქცია უნდა მოჰყვეს.
„დასავლეთს სჭირდება დაფიქრდეს, როგორი ურთიერთობა სურს რუსეთთან. ვფიქრობ, ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის დადასტურება, „ნორდ სტრიმ 2″-ის პროექტს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს“, – აცხადებს ენდრიუ ფოქსოლი „ამერიკის ხმასთან“.
შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ნივთიერებით სახელად „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ამ განცხადებას რუსული მხარე გამოეხმაურა. რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, იური შვიტკინის განცხადებით, ნივთიერება, რომლიტაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს, საქართველოსა და აშშ-ის ლაბორატორიებში მზადდება.