“პატრიოტთა ალიანსის” წევრების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ილორის ტაძარში ჩატანილი ხატი მდინარე ენგურთან მიიტანეს და ე.წ გამშვებ პუნქტთან, საწყობში შეინახეს.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მართმადიდებელი ეკლესია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატების მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირულ ღვთისმშობლის ხატზე უარს ამბობს და უკან აბრუნებს.
ცნობისთვის, დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი დაახლოებით ერთი კვირის წინ ენგურის ხიდის გავლით აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ. აფხაზშში ვიზიტზე ირმა ინაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანამხადაც, ის ილორის ტაძარში ჩავიდა, სადაც ხატი დააბრძანა.