aviabiletebi
მთავარი ციტატა

“თუ ნავალნი მოწამლულია, ძალიან გავბრაზდები, ამ საკითხს შევისწავლი”- დონალდ ტრამპი

“ზუსტად არ ვიცი რა მოხდა. ვფიქრობ, ეს ტრაგედიაა, საშინელებაა, არ უნდა ხდებოდეს. ჯერჯერობით მტკიცებულება არ გვაქვს, თუმცა შევისწავლი. ვფიქრობ, ეს საკითხი ძალიან სერიოზულად უნდა შევისწავლოთ. თუ ეს ასეა და ნავალნი მოწამლულია, ძალიან გავბრაზდები.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი

ტრამპის განცხადებით, მის ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ გააჩნია იმის მტკიცებულება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოწამლულია, თუმცა შეერთებულმა შტატებმა ეს საკითხი სერიოზულად უნდა შეისწავლოს.

შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ნივთიერებით სახელად „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ამ განცხადებას რუსული მხარე გამოეხმაურა. რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, იური შვიტკინის განცხადებით, ნივთიერება, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი  ალექსეი ნავალნი მოწამლეს, საქართველოსა და აშშ-ის ლაბორატორიებში მზადდება.

 

 

 

იტვირთბა....