მთავარი ციტატა

“თამარმა youtube-ზე ატვირთა ვიდეო, სადაც საუბრობდა ნიკა გეჯაძეზე, ეს ნახა შეყვარებულმა და დაშორდა” – დეა კაპანაძე

“გულჩათხრობილი ადამიანი იყო. როცა ცუდად იყო საკუთარ თავს უღებდა ვიდეოებს.
2018 წელს “იუთუბზე“ ატვირთა ვიდეო, სადაც საუბრობდა ნიკა გეჯაძეზე, რაც ნახა მისმა შეყვარებულმა და ურთიერთობა დასრულდა.”

დეა კაპანიძე – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი 

“რუსთავი 2”

როგორც დეა კაპანაძემ აღნიშნა,  წლების წინ, თამარმა მას გაუმხილა, რომ წარსულში სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....