ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დეა კაპანაძე გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედას პასუხობს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი, დეა კაპანაძე 23 წლის პროგრამისტის ოჯახის ბრალდებებს ეხმაურება. მისი თქმით, წლების წინ, თამარმა მას გაუმხილა, რომ წარსულში სუიციდის მცდელობა ჰქონდა, თუმცა მისთვის დეტალები არ უკითხავს. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა.

“რატომ  და რაში დამადანაშაულეს აზრზე არ ვარ, ძალიან ძნელია ეს ყველაფერი ფსიქიკაზე მოქმედებს, ყველანაირად ვცდილობდი არ მიმექცია ყურადღება, მესმის, რომ შვილი hყავთ მკვდარი და გულთანაც მიმაქვს ეს ყველაფერი…  რაც ვიცოდი, პოლიციას ყველანაირად ვეხმარები, 5-ჯერ ნამდვილად არ შემიცვლია ჩვენება, ვცდილობ პატარა დეტალებიც გავიხსენო, რაც შეიძლება გამოძიებას დაეხმაროს. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა უწყება მკითხავდა, დავაფიქსირე კიდეც პირველ და მეორე ჩვენებაში, რომ თავის მოკვლა გამორიცხული იყო, რადგან არ მეგონა, რომ გარდაცვლილს ვიპოვიდით, მერე როცა აღმოვაჩინეთ გარდაცვლილი, ფიქრიც სხვანაირად დავიწყე.

ორი, თუ სამი წლის წინ იყო როდესაც აივანზე ვისხედით, გამიმხილა, რომ თვითმკვლელობა სცადა, ბედნიერი ვიყავი რომ ასეთი რაღაც გამიმხილა და ნამდვილად მეგობარი ვიყავი მისი. არ მინდოდა რომ უფრო დამემძიმებინა და აღარ ჩავეკითხე დეტალებს,” – აღნიშნა დეა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

.

იტვირთბა....