ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შენი აზრი არ მაინტერესებს, იუდა” – თეონა თამაზაშვილი ბაჩალიაშვილის ბებიის განცხადებას პასუხობს

დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ბებიამ, რიტა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაწვეყნა, რითაც, გარდაცვლილის დედას, თეონა თამაზაშვილს მიმართა.

აღნიშნულმა პოსტმა, თეონა თამაზაშვილის გაღიზიანება გამოიწვია.

“ჩემო თეონა, უმორჩილესად თხოვნით მოგმართავ, შეჩერდი. იგლოვე და ილოცე შენი შვილის სულისთვის. მთელი საქართველო ლოცულობს შენი შვილისთვის, ამ ყველაფერს შენი შვილის უმანკო სული ითხოვს“, – დაწერა რიტა ზურაბაშვილმა.

აღნიშნულმა პოსტმა, თეონა თამაზაშვილის გაღიზიანება გამოიწვია.

“შენი აზრი არ მაინტერესებს, იუდა,” – წერს ბაჩალიაშვილის დედა.

ცნობისთვის, როგორც რიტა ზურაბიშვილი აცხადებს, “ბაჩანა ლობჟანიძე შექმნილი პიროვნებაა, ის გვარამიამ და ადვოკატმა შექმნეს“, მისივე თქმით, ის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს არ ენდობა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.

მოგვიანებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, პროგრამისტის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

იტვირთბა....