ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბაჩანა შექმნილი პიროვნებაა, ის გვარამიამ და იმ ადვოკატმა შექმნეს. თამარს სამსახურში თავისი უფროსი მოსწონდა” – ბაჩალიაშვილის ბებია

ბაჩანა შექმნილი პიროვნებაა, ის გვარამიამ და იმ ადვოკატმა შექმნეს, ის და თამარი მეგობრებიც კი არ ყოფილან – ამის შესახებ, დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ბებიამ, რიტა ზურაბიშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილს თავისი უფროსი უყვარდა.

„მითხრა, რომ სამსახურში თავისი უფროსი მოსწონდა. მე ვკითხე ვინ არის, და მითხრა, რომ 32 წლისაა, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს – ძალიან ვაჟკაცურიაო. ბაჩანა შექმნილი პიროვნებაა, ის გვარამიამ და იმ ადვოკატმა შექმნეს, ის და თამარი მეგობრებიც კი არ ყოფილან. სამძიმრების პერიოდში თუ სადმე ვიყავი და ოთახში მიხეილ რამიშვილი შემოდიოდა – ან გადიოდა, ან მე მთხოვდნენ, რომ გავსულვიყავი. მე ძალიან დიდი პროტესტი გამოვთქვი – როგორ მიიღეს ადამიანი, რომელიც მოდის და ამბობს, რომ უფასოდ დაიცავს ოჯახის ინტერესებს. ესე იგი, ვიღაც უხდიდა ფულს, ვიღაც დაინტერესებული პირი, მაგრამ ჩემმა დისშვილმა მითხრა, რომ მას ენდობა“, – აცხადებს რიტა ზურაბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.

მოგვიანებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, პროგრამისტის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

იტვირთბა....