თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებთან შეტაკებისას შვიდი პოლიციელი დაშავდა, – ამის შესახებ „ანადოლუ“ წერს.
როგორც თურქული მედია იუწყება, სამართალდამცველები ქალაქ იალოვასთან მდებარე სახლში ატარებდნენ სპეცოპერაციას, სადაც სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იმყოფებოდნენ. ეჭვმიტანილებმა პოლიციას ცეცხლი ოპერაციის დაწყებისთანავე გაუხსნეს.
„ანადოლუს“ ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცნობისთვის, გასულ კვირას, თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 115 სავარაუდო წევრი დააკავეს. სტამბოლის მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული პირები შობისა და ახალი წლის დღესასწაულებზე გეგმავდნენ თავდასხმის მოწყობას.

