ციტატა

“სამძიმრების პერიოდში თუ სადმე ვიყავი და რამიშვილი შემოვიდოდა, მთხოვდნენ გავსულიყავი” – ბაჩალიაშვილის ბებია

“სამძიმრების პერიოდში თუ სადმე ვიყავი და ოთახში მიხეილ რამიშვილი შემოდიოდა – ან გადიოდა, ან მე მთხოვდნენ, რომ გავსულვიყავი. მე ძალიან დიდი პროტესტი გამოვთქვი – როგორ მიიღეს ადამიანი, რომელიც მოდის და ამბობს, რომ უფასოდ დაიცავს ოჯახის ინტერესებს. ესე იგი, ვიღაც უხდიდა ფულს, ვიღაც დაინტერესებული პირი, მაგრამ ჩემმა დისშვილმა მითხრა, რომ მას ენდობა.”

რიტა ზურაბიშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ბებია

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, “ბაჩანა ლომჟანიძე შექმნილი პიროვნებაა, ის გვარამიამ და ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა შექმნეს“.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.

მოგვიანებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, პროგრამისტის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

იტვირთბა....