აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“უკრაინას აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიები 30-50 წლით სურს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიები 30-40-50 წლით სურს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას დადასტურდა, რომ უკრაინას აშშ-სგან უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები ექნება.

„მართლაც, ეს სამუდამო არ არის. დოკუმენტები ითვალისწინებს 15 წლიან ვადას, ამ უსაფრთხოების გარანტიების გახანგრძლივების შესაძლებლობით. ეს საკითხი პრეზიდენტთანაც დავაყენე. ვუთხარი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ომში ვართ და ეს თითქმის 15 წელია მიმდინარეობს. ამიტომ, ძალიან მინდა, რომ გარანტიები უფრო ხანგრძლივი იყოს. მე მას ვუთხარი, რომ ძალიან გვსურს განვიხილოთ 30-40-50 წლის შესაძლებლობა და მაშინ ეს იქნება პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამაზე დაფიქრდება“ – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

იტვირთბა....