მთავარი ციტატა

“პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია” – რატიანი შატილში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებულებზე

“პაციენტების მდგომარეობაში გუშინდელთან შედარებით დადებითი დინამიკა აღინიშნება. ორ მათგანთან წნევა გახდა სტაბილური, ანუ, შოკის კლინიკა მოიხსნა. კლინიკურ ლაბორატორიული მდგომარეობით და ასევე, ობიექტური მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია.“

ლევან რატიანი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი

ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებს შატილში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულები მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიან. გარდაცვლილებიდან კი 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.

იტვირთბა....