ოზურგეთის გამგებელი: “…ვერ გეტყვით რა ხდება ქალაქში, ნამდვილად…”
გავრცელებული ინფორმაციას, იმის შესახებ რომ ოზურგეთში “ქართული ოცნების“ ოფისზე აქტივისტებმა ცოცხები მიამაგრეს, ოზურგეთის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე არ ფლობს
„მეტრონომ ჯი“ დაუკავშირდა ოზურგეთის გამგებელ მერაბ ჭანუყვაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის ტეროიტორიაზე ცოცხები არავის დაუმაგრებია, თუმცა რა ხდება “ქართული ოცნების” ოფისში და ზოგადად ქალაქში, ინფორმაციას არ ფლობს.
მერაბ ჭანუყვაძე: “ვერ გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით კომენტარს. მე მუნიციპალიტეტის გამგებელი ვარ და ჩვენს ტერიტორიაზე ეს არ არის. და ვერ გეტყვით რა ხდება ქალაქში ნამდვილად.”
შეგახსენებთ, ოზურგეთში ქართული ოცნების ოფისზე ცოცხები დაამაგრეს. ამის შესახებ ვიდეო და ფოტოკადრები, თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვინ დაამაგრა პარტიის ოფისზე ცოცხები უცნობია. ოზურგეთში “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაუგებრობა მოხდა და, როგორც ჩანს, ვინც ეს გააკეთა ოფისი და ატრიბუტები აერია.
შს სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით საჩივარი არ შესულა,