ინტერვიუ მთავარი

“ბედუკაძე-ჯღარკავას მიმოწერა არის სიყალბე”

ექსკლუზიური ინტერვიუ ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძესთან

 გადაცემა “განსხვავებული აქცენტების” ეთერში გასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში არ წყდება დებატები. ისმის მრავალი კითხვა ციხის კადრებთან და ზოგადად ვლადიმერ ბედუკაძისა და ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას ფეის-მიმოწერასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ჯღარკავა ბედუკაძისა და ივანიშვილის შუამავალია. გადაცემაში ნახსენები იყო ცნობილი ჟურნალისტის გიორგი ფოფხაძის გვარიც, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობს. კონკრეტულად რა კავშირი აქვს ფოფხაძეს ამ საქმესთან? სოციალურ ქსელში მის შესაძლო დაკითხვაზეც არის საუბრები. “მეტრონომ ჯი” ჟურნალისტს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა თხოვა.

“მეტრონომ ჯი”:  რუსთავი 2-ზე გავიდა გადაცემაგანსხვავებული აქცენტები“, სადაც თქვენი გვარი მოხსენიებულია, როგორც, ციხის კადრების მოპოვების პროცესში, ირმა ინაშვილის თანამოაზრე. სიუჟეტის მიხედვით, ბედუკაძის და ჯღარკავას დიალოგში თქვენი და ინაშვილის გვარები ფიგურირებს. რა შეხებაში იყავით ამ პროცესთან?

გიორგი ფოფხაძე:  კი ირმა ინაშვილის თანამოაზრე და მეგობარი 25 წელია ნამდვილად ვარ და ეს კადრებიც ნამდვილად, 2012 წლის 18 სექტემბერს ტელეკომპანია მეცხრე არხის ეთერში ჩემი გავრცელებულია. არადა, ქალბატონი კვესიტაძის გადაცემაში კადრები გავიდა როგორც ექსკლუზიური. აღნიშნული კადრები უკვე 2012 წელს, ტელეკომპანია მეცრე არხზე გავიდა.

აქვე ვიტყვი, რომ ტელეკომპანია “მაესტროზე” მაშინ, ციხეებში ფსიქიკურად დაავადებული პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობის ფაქტებს, ზუსტად ამ კადრების გამოყენებით, რომელიც კვესიტაძე-უტიაშვილმა ექსკლუზიურად შემოგვასაღა, ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა ნანა ლეჟავამ რეპორტაჟიც მიუძღვნა. არადა, მაშინ ნანა ლეჟავა და მე ზუსტად ამ კითხვას ვსვამდით – “რატომ იყვნენ პატიმრობაში ფსიქიურად დაავადებულები  და რატომ ეპყრობოდნენ ასე არაადამიანურად  ამ პატიმრებს?” უფრო მეტიც, მაშინ ჩვენ ვაჩვენეთ ერთ-ერთი პატიმრის დაცინვის კადრები, რომლესაც საკუთარ შარდს ასმევენ და “სადღეგრძალოს” თქმას აიძულებენ.

მთავარი, რასაც მაშინ ვამბობდი და ახლაც ვამბობ ცოცხების კადრების დადგმა-არდადგმასთან დაკავშირებით ის არის, რომ როდესაც პატიმარს თავზე პლასტმასის შლემს  ჩამოაცვამ,  საცვალს ჩახდი, კანდალებით გისოსებზე მიაბამ, ფეხებშუა ცოცხს გაჩრი, კაიფს დაუწყებ და აიძულებ იყვიროს ქურდი ვარო, წამება არააა? ეს პატიმრის მიმართ კეთილსინდისიერი მოპყრობაა?

რაც შეეხება ბედუკაძე-ჯღარკავას მიმოწერას, ეს არის სიყალბე, რომელზეც სერიოზულად საუბარი არ შეიძლება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მაშინ ნინო ჯღარკავა საერთოდ არ იცნობდა ვლადიმერ ბედუკაძეს და ის ირმა ინაშვილმა გააგზავნა თურქეთში ლადო ბედუკაძის ცოლ-შვილთან. არადა, ამ ვითომ მიმოწერაში ვგებულობთ, რომ ჯღარკავა თბილისიდან წერს და მეორე, თითქოს ბედუკაძე ეძებს ირმა ინაშვილთან კონტაქტს და დაიღალა ჩემი და მერაბ ბლადაძის ყურებით. არადა ირმა ინაშვილი იმ დროს ბრიუსელშია და ლადო ბედუკაძე 24 საათის განმავლობაში ირმას გვერდითაა.

გიორგი ფოფხაძე: უფრო მეტიც, სიუჟეტიდან გამომდინარე, ლადო ბედუკაძე გაღიზიანებული იყო ივანიშვილზე, რომ თითქოს მან არ შეასრულა დაპირება, გარიგების შემდეგ გარკვეულ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ამ დროს ის ახსენებს თქვენ გვარს… თქვენ იცით რაიმე ამ საქმის შესახებ?

არა ნუ აბსურდია იმაზე საუბარი რომ, ბედუკაძე ითხოვდა ნინო ჯღარკავასგან ფული გადაეხადა ივანიშვილს. თუ ნინო ჯღარკავა ბიძინა ივანიშვილს ისე ახლოს იცნობს რომ, ფულზე ესაუბრება და ჩვენ ამ ნაცნობობის შესახებ გვიმალავს მაშინ ხმა აღარ გამცეს ნინო ჯღარკავამ არასოდეს.. ეს ხუმრობით, მაგრამ, სერიოზულად როგორ ვუპასუხო ამ გადაცამაში ნაჩვენებ ვითომ მიმოწერას არ ვიცი ნამდვილად

“მეტრონომ ჯი”:  სოცქსელში, რიგ კედლებზე საუბარი მიდის თქვენს შესაძლო დაკითხვაზე, ხომ არ დაგკავშირებით ვინმე პროკურატურიდან?

გიორგი ფოფხაძე: სამწუხაროდ არავინ დამკავშირებია პროკურატურიდან, თუმცა მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში გამოვცხადდე პროკურატურაში და პასუხი გავცე ყველა შეკითხვას, თუ ასეთი სურვილი იქნება პროკურატურის მხრიდან.

“მეტრონომ ჯი”:  ზოგადად, როგორია თქვენი აზრი გუშინდელ გადაცემაზე? იქ საუბარი იყო შექმნილ, წინასწარ დაგეგმილ კადრებზე, თუმცა, მოწმეების ჩვენებების მიხედვით, წინა ხელისუფლების დროს ციხეებში ძალადობას რეალურად მართლაც ჰქონდა ადგილი

 

გიორგი ფოფხაძე:  ნამდვილად ვერ მივცემ ვერანაირ შეფასებას აბსურდს, რაც ამ გადაცემაში მისმა შემქმნელებმა გვანახეს და თანაც, გადაცემა დაასრულეს ფრაზით, გამოძიებამ უნდა დაადასტუროს ამ მიმოწერის ავთენტურობაო. თქვე მამაცხონებულებო, თუ მიმოწერის ავთენტურობა არ დაგიდასტურებიათ, ზუსტად არ იცით სიმართლეა თუ სიყალბე, მაშინ რანაირად აგებთ ამ საეჭვო  მასალაზე მთელ გადაცემას? გვაყრით თვალებში ნაცარს? მე ამ საკითხს ბრიუსელში დაბრუნებისთანავე დავსვამ ჟურნალიტთა უმაღლესი ორგანოს “ჟურნალისთა საერთაშორისო ფედერაციის”  მესვეურთა წინაშე. რაც შეეხება ციხეებში არსებულ წამების ფაქტებს, ეს ნამდვილად იყო და ამას არა მარტო ჩვენს მიერ გავრცელებული კადრები ადასტურებს.

“მეტრონომ ჯი”:  და მაინც, როგორ ფიქრობთ, ამდენი ხნის შემდეგ, რატომ წამოიწია წინა პლანზე ისევ ამ თემამ?

გიორგი ფოფხაძე:  ვერ გეტყვი რატომ გაახსენდათ მაინც და მაინც ახლა ეს ყველაფერი, მაგრამ, ფაქტია, რომ ვიღაცას ძალიან აწყობს ქვეყანაში ისევ დესტაბილიზაცია.

 

გენო ჯოხიძე

იტვირთბა....