მთავარი ციტატა

“ბრეგვაძემ თავადვე დაადასტურა, რომ არასწორად მისცა ინფორმაცია, ის სრულიად სხვაგვარად წარმოაჩენს გარემოებებს”- მორაგბის ადვოკატი

“ბრეგვაძემ მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილით მოვიდა სამი პირი და იძალადა 2 პირზე. ეს ინფორმაცია საგამოძიებო ექსპერიმენტისას ფაქტობრივად უარყო, შესაბამისად, თავადვე დაადასტურა არასწორად მიცემული ინფორმაცია. საგამოძიებო ექსპერიმენტისგან მიწოდებული ინფორმაცია საჯაროდ უარყო და 3 პირის ნაცვლად უკვე 5 პირზე საუბრობს. ფაქტობრივად, ბრეგვაძე სრულიად სხვაგვარად წარმოაჩენს გარემოებებს. ეს არის მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა და თუ არსებობს კანონი და კანონის წინაშე ყველა თანასწორია, შესაბამისად პასუხი უნდა აგოს.”

ვასილ მამულაშვილი – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის, გაგნიძის ადვოკატი

ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა, საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს. ადვოკატები აცხადებენ, რომ იაკობ ბრეგვაძე  მართლმსაჯულების აღსრულებაში ხელის შეშლის მიზნით გამოძიებას ცრუ ცვენებას აძლევს. 

ცნობისთვის, იაკობ ბრეგვაძემ ინგა გრიგოლიასთან დეტალურად ისაუბრა 19 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე. მან ბევრი საინტერესო დეტალი გაიხსენა

იტვირთბა....