ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მანქანიდან 6 კაცი გადმოვიდა. ერთს რკინა ეჭირა, მეორეს ქვა” – იაკობ ბრეგვაძე თავდასხმის ეპიზოდს იხსენებს

“მანქანა გაჩერდა ქვაფენილთან, არ ვიცი რა მარკის იყო. როდესაც გადმოვიდნენ მანქანიდან ბიჭები, ერთს რკინა ეჭირა ხელში, მეორეს ქვა და შემდეგ გავიქეცით ცალცალკე. როდესაც დავინახე, რომ მოდის და რკინა უჭირავს ხელში, გვერდზე გავედი და გადავხტი. ვინ რომელ მხარეს გაიქცა, არ დამინახავს. ამ მანქანიდან 6 ადამიანი გადმოვიდა. თავი შევაფარე ფერად შენობას.”

იაკობ ბრეგვაძე – გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე.

ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. 

ცნობისთვის, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანია დაკავებული. ყველა მათგანი  სასამართლომ პატიმრობა დატოვა.  საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

 

იტვირთბა....