“ტრაგედიით სპეკულირებას თავი დავანებოთ. თუ ვინმეს რაიმეს გაკეთება უნდოდა, მათ შორის, ზოგიერთ ვაი პოლიტიკოსს, რომელმაც დაიწყო საუბარი, რომ თურმე რაღაც გადასახედია და ამით პოლიტიკის შექმნა და საკუთარი სახელის წარმოჩენა სურს, რადგან დიდი ხანია აღარ ჩანან და საზოგადოებას აღარ აქვს ინტერესი მათ მიმართ, ნუ გამოიყენებენ ისინი ამ მიზნისთვის ტრაგედიას. რაც შეეხება საკითხების გადახედვას, თუ რაიმე იქნება გადასახედი, ინტენსიურად ვიმუშავებთ, რომ შემდგომში დავხვეწოთ.”
ანრი ოხანაშვილი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ამის შესახებ ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც შატილში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.