“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას ეხმაურება.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოქრუაშვილი არ არის ყველა ოპოზიციონერის მიერ შეთანხმებული კანდიდატი.
“თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს თაკო ჩარკვიანთან დაკავშირებით, რომელმაც 3 თვის წინ დააყენა კანდიდატურა, გამოვიდეს და თქვას. ირაკლი ოქრუაშვილი არ არის ყველა ოპოზიციონერის მიერ შეთანხმებული კანდიდატი, არც მე და არც “ნაცმოძრაობა” არ უჭერს მხარს. მე ვარ სიტყვის ერთგული. ყველა შეთანხმებას ყოველთვის ვიცავ და მთავარია, რა პრინციპებით მოქმედებს ადამიანი. ამიტომ, ყველა ლიდერს მოვუწოდებ, რომ სისულელეების ლაპარაკს მოვეშვათ. წადით და ხალხს ელაპარაკეთ, ეს არც სამუშაო ადგილს შექმნის და არც საერთო ოპოზიციურ გამარჯვებას შეუწყობს ხელს,” – განაცხადა ვაშაძემ.