“თუ ვინმემ დაარღვია ის შეთანხმება, რომელიც „ლეიბორისტების“ ოფისში გაფორმდა, დაარღვია ჩემთან მიმართებაში. მე ამას არ ვთვლი პრობლემად, ჩემი გადასახედიდან, თუმცა ის დისონანსი, რომელიც გიორგი ვაშაძემ შემოიტანა ამ ერთობაში, მოითხოვს გამოსწორებას. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გააჩნია გიორგი ვაშაძის მიმართ, ამ პრეტენზიას გარკვეული საფუძველიც აქვს.”
ირაკლი ოქრუაშვილი – “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი
გამოასწორებს თუ არა მდგომარეობას თაკო ჩარკვიანის კანდიდატურის მოხსნა, ოქრუაშვილი პასუხობს, რომ ბევრი სხვადასხვა ვერსიის განხილვაა შესაძლებელი.