ახალი ამბები

“ტელეფონები გათიშული აქვთ, სად შეიძლება იყვნენ” – დები დევსურაშვილების დედის მიმოწერა ტუროპერატორთან

23 აგვისტოს, შატილის საბედისწერო ტურში მყოფი დების მედეა და ხატია დევსურაშვილების დედა შვილებს ტრაგედიის მომენტში ვერ უკავშირდებოდა.

სოციალურ ქსელში მისი და ტუროპერატორის მიმოწერა  გავრცელდა.

“გამარჯობა, ნანუკა შვილო, რუსთავიდან გწერ. დღეს შატილის ტურის ექსკურსია რომელმა ჯგუფმა მოაწყო ხომ არ იცით?

ჩემი შვილები არიან წასულები და ტელეფონები გათიშული აქვთ, ვერაფერს ვგებულობ, სად შეიძლება იყვნენ, ” – წერს გოგონების დედა.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.

იტვირთბა....