გარდაცვლილი მამაკაცი გამოცდილი მძღოლი იყო და ავარია, სავარაუდოდ, მიკროავტობუსის გაუმართაობამ გამოიწვია – ამის შესახებ, შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული, მამაკაცის ნათესავი აცხადებს, რომელიც ამ დროისთვის ისრაელში იმყოფება და საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს.
როგორც მძღოლის ახლობელმა, ირაკლი მეტრეველმა განაცხადა, დაღუპული მამაკაცი სამ შვილიშვილთან ერთად მარტო ცხოვრობდა.
„ეს ადამიანი საქართველოში სამ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობდა. უფროსი ადამიანი მათთან სახლში არ არის. ამიტომ, მინდა საქართველოში ჩამოვიდე, რათა ის წესის მიხედვით დავკრძალოთ. ჩვენ კარანტინის გავლა გვიწევს, თუმცა მთავრობას ვთხოვთ, რომ დაუშვან გამონაკლისი და არ გახდეს საჭირო კარანტინის გავლა,“- აცხადებს დაღუპულის ნათესავი ირაკლი მეტრეველი.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.