შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთი პირი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 0,003452 გრ ჰეროინი ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).