“იმდენად არასერიოზული დამოკიდებულებაა საქმისადმი, პირდაპირ გეუბნებით, რამდენიც გვარამიას ჭკუაზე გაივლიან იმდენი მეტი და მეტი პრობელმა ექნებათ მათ. გააქტიურდნენ, ვითომ რა ამით ცდილობენ დაადასტურონ ის, რომ ასე არ ყოფილა?! ასეთი პოზიციებით მუდმივად ადასტურებ, რომ შენი შვილი არის მკვლელი. მირიან ნიკოლაძეს ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს გიორგის დედის და მამის პოზიციის გარეშე, ცოტა ტვინს ძალა დაატანონ, ამით გიორგის მშობლებს ებრძვიან?!”
მირიან ნიკოლაძე – გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული, ნიკა რევაზიშვილის დედა აცხადებს, რომ შაქარაშვილი მოკლა იმან ვინც გააყალბა ეს საქმე თავიდან ბოლომდე და მისი თქმით, ეს არის მირიან ნიკოლაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში,19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 დაკავებულის სასამართლო პროცესი იმართება. მოსამართლე დღეს 11 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეცვლის თაობაზე შუამდგომლობითაც მიმართავს.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანია დაკავებული. ყველა მათგანი სასამართლომ პატიმრობა დატოვა. საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.