ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ეს შემთხვევა უნდა იყოს გამოსაფხიზლებელი ზარი იმ ომთან მიმართებაში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს გზებზე” – დოლიძე ხევსურეთში მომხდარ ავარიაზე

“მთელი საქართველო შეძრა გუშინ შატილში მომხდარმა ტრაგედიამ. ეს შემთხვევა უნდა იყოს გამოსაფხიზლებელი ზარი იმ ომთან მიმართებაში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს გზებზე. ამ ვითარებაზე, ამ უპატრონობაზე, რომელსაც ადგილი აქვს გზაზე, პირდაპირ არის პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა და, კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო.”

ანა დოლიძე – დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.

იტვირთბა....