ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტურისტული კომპანიის მფლობელი შატილში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ გიდთან, სერგო გორლიუკოვთან დაკავშირებით, ტურისტული კომპანიის „თრეველერ ჯის“ ერთ-ერთი მფლობელი ბაკურ ბოლოთაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:

„ძმა დავკარგე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული Sergo Gorlyukov. ყველაზე დიდი ტკივილი ხარ ჩემს ცხოვრებაში“ – წერს ბაკურ ბოლოთაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.

იტვირთბა....