ეკონომიკა

2015 წელს ექსპორტი შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური  2015 წლის საგარეო ვაჭრობის ახალ მონაცემებს აქვეყნებს. კვლევა მოიცავს  2015 წლის იანვარ-სექტემბერის პერიოდს. ამ წელს  ექსპორტმა 1645 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24 % -ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან.

2015 წელს ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის საერთო ბრუნვამ 2318 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე ექვსი პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტის წილი 471 მილიონი აშშ დოლარი იყო, 2 % -ით მეტი წინა წელზე.

რაც შეეხება დსთ-ის ქვეყნებს წელს მათთან ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი 2025 მილიონი დოლარი იყო. წინა წელთან შედარებით აქაც 22 % -იანი კლებაა. რაც შეეხება ექსპორტს, აღნიშნულ ქვეყნებში 2015 წ. ექსპორტი თითქმის განახევრდა.

იტვირთბა....