ახალი ამბები მთავარი ციტატა

“კაცი შემომაკვდაო და მიშველეთო, დაულევიათ, ჩაიდინეს ეს უბედურება და დამღუპეს 8 შვილის მამა” – რაჭაში მკვლელობაში ბრალდებულის მამა

“თავისი ფეხით ჩამოვიდაო ეს მითხრეს, კაცი შემომაკვდაო და მიშველეთო, დაულევიათ თუ რა არ ვიცი, ეს ვიცი რო ჩაიდინეს ეს უბედურება და დამღუპეს 8 შვილის მამა, ჩემი მეგობარი არაფერ შუაშია პირიქით მაჩერებდაო ასე უთქვამს, მე თვითონ ჯერ არ მინახავს, არ მანახეს.”

ამის შესახებ, ამბროლაურში, ლასო აბუთიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირის მამამ განაცხადა.

“მთავარი არხი”

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ი.ქ.-ს და ვ.ს.-ს ბრალი წარუდგინა. 

იტვირთბა....