“დაახლოებით 6 საათზე ჩემგან თაფლი შეიძინეს. არავინ ნასვამ მდგომარეობაში არ იყო და არც მიკროავტობუსს აღენიშნებოდა იმ მომენტში რაიმე პრობლემა. ნომერიც კი გამომართვეს, შემოდგომაზე კიდევ შევიძენთ თაფლსო. მცირე მანძილი გაიარეს, როდესაც რაღაც ხმა გავიგე… შეიძლება ტექნიკური პრობლემა იყო და დაღმართზე დიდი სისწრაფით დაგორდა მანქანა. სავარაუდოდ, მძღოლი ცდილობდა იქ გაჩერებულ მანქანაზე დაჯახებით შეეჩერებინა მიკროავტობუსი, არ ვიცი. ადგილს მუხრუჭის კვალი ეტყობოდა, მაგრამ მოხვევის კვალი არ იყო. ალბათ, გაეჭედა რამე.”
ამის შესახებ ჟურნალისტებთან შატილში მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა.
მომხდარის შესახებ ყვება მეორე თვითმხილველიც, რომელიც ამბობს, რომ მერსედესის „სპრინტერის” მიკროავტობუსი სისწრაფით მიდიოდა, შემდეგ მუშების გაჩერებულ და ცარიელ მანქანას დაეჯახა და ისიც გადააგდო ხევში.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.