“სიკვდილის გაშინაურება – ფატალური სიკვდილის. უმიზეზოსი და უცების. 12 ადამიანი. შეძრწუნებული ვარ. შარშან, თითქმის ამ დროს მომიხდა შატილში ასვლა ბიბლიოთეკის საქმეზე. ურთულესი გზაა – მით უფრო წვიმიანი. გლოვის დღე უნდა გამოცხადდეს. გლოვის და მერე დაფიქრების დღეები გვმართებს. ბევრი მხრივ. ჩემი სამძიმარი სრულიად საქართველოს.”
გიორგი კეკელიძე – ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.