საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში , ქალაქ ლიბურნის სიახლოვეს ავია კატასტროფა მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ. ავარიის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა და 5 გადარჩა.
როგორც სააგენტო “ფრანს პრესი” იტყობინება, დაღუპულთა უმეტესობა ავტობუსის მგზავრია. დაიღუპა ასევე სატვირთო მანქანის მძღოლი.
ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები, რომლებიც ავტოკატასტროფის შედეგად გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.